თელავის უნივერსიტეტთან ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

13:56, 10.04.2019

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დაჭრილი სტუდენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მსგავსი