თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებულ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

20:45, 01.04.2020

თელავის რეფერალურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის განცხადებით, საავადმყოფოში ორი მამაკაცი ტემპერატურის მატებით საკარანტინო სივრციდან გუშინ გადაიყვანეს, ერთი ადამიანი კი ბინიდან შეიყვანეს.

სამივე მათგანს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს. „კოვიდ 19“- ზე მათი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში დღეს დილით გადაიგზავნა და უარყოფითი პასუხი მიიღეს.

ამ ეტაპზე, კახეთის რეგიონში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

მსგავსი