თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ თეთრიწყლებთან ხანძარია

19:42, 27.02.2020

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლების მიმდებარე ტერიტორიაზე ხაძარია.

ადგილობრივების ინფორმაციით, იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ტერიტორიაზე 10-მდე მეხანძრე-მაშველი იმყოფება და ცეცხლის სალოკალიზაციო სამუშაოებს ახორციელებს.

ბოლო კვირის განმავლობაში ეს კახეთში, ტყეში ხანძრის მეხუთე შემთხვევაა.

მსგავსი