თელავის მუნიციპალიტეტში მდინარე სტორი კალაპოტიდან გადმოვიდა და რამდენიმე სოფელი დატბორა
თელავის მუნიციპალიტეტში მდინარე სტორი კალაპოტიდან გადმოვიდა და რამდენიმე სოფელი დატბორა

თელავის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა მდინარე სტორმა, თელავის სოფლები ლეჩური, ფშაველი და ლალისყური დააზარალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და ამჟამად დასახლებულ პუნქტთან ახლოს მიედინება. მდინარემ რამდენიმე მონაკვეთზე დააზიანა და ჩახერგა თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა.

დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ხაზები, ასევე დატბორილია სოფელ ლეჩურში მშენებარე სასტუმრო.

სტიქიის შედეგად დაიტბორა ასევე სოფლები ბაბანეური და არგოხი.