თელავის მუნიციპალიტეტში ავტომობილი დაიწვა
თელავის მუნიციპალიტეტში ავტომობილი დაიწვა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლთან ,,მერსედესის” მარკის ავტომობილი დაიწვა.

შემთხვევა თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის კონდოლის მონაკვეთზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრავი „მერსედესის” მარკის ავტომობილი ჯერ ამოტრიალდა და შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის შედეგად მძღოლი მსუბუქად დაშავდა, მან ავტმობილიდან გადმოსვლა აალებამდე მოახერხა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სახნძრო-სამაშველო სამსახური.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება