თელავის მუნიციპალიტეტში ავტომანქანა მამაკაცს დაეჯახა

20:15, 23.03.2021

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ავარიის შედეგად 39 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა ფეხით მოსიარულეს, რომელიც გზაზე გადადიოდა.

მამაკაცს თავისა და ქვედა კიდურების მძიმე დაზიანებები აღენიშნება. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების შეფასებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება.

მსგავსი