თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში საბავშვო ბაღის ყოფილმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში საბავშვო ბაღის ყოფილმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში საბავშვო ბაღის ყოფილმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ავარიული ბაღის დახურვის შემდეგ სოფელში ახალი ბაღი აშენდა, თუმცა ბაღში მუშაობის უფლება მათ აღარ მისცეს.

„სკოლამდელ დაწესებულებას შეუცვალეს ნომერი, რის შედეგადაც იურიდიულად გამართლებული იყო კონკურსის გამოცხადება. თუმცა კონკურსი იყო ფორმალობა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ახლო ნათესავები დასაქმდნენ“,– აცხადებენ აქციის მონაწილეები.

წინანდლის ბაღის თანამშრომლები სამსახურში აღდგენას ითხოვენ. მათ მოთხოვნებს უპასუხა თელავის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა და განაცხადა, რომ კონკურსის შედეგების გაუქმება მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზეა შესაძლებელი.

გათავისუფლებულ პედაგოგებს კი სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავთ.