თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, ერთ-ერთ რესტორანში მამაკაცი დაჭრეს

23:03, 25.06.2025

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, ერთ-ერთ რესტორანში მამაკაცი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სროლას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მამაკაცს ჭრილობა თავის არეში, ცეცხსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

64 წლის მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების განმარტებით, დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

მსგავსი