თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

მამაკაცს ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა. მას ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

მომხდარის მოტივი უცნობია. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი მეგობრებს შორის მოხდა.