თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში 70 წლამდე მამაკაცს ეძებენ

22:37, 23.02.2021

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში 70 წლამდე მამაკაცს ეძებენ.

ახლობლების ინფორმაციით, ანზორ პეტროსიანი სახლიდან რამდენიმე დღის წინ გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. მათივე თქმით, ბოლოს ის თანასოფლელებმა 15 თებერვალს სოფელში შენიშნეს.

რამდენიმედღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ ახლობლებმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართეს. სამძებრო ღონისძიებაში ჩართული არიან პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

მსგავსი