თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მოსახლეობის ნაწილმა თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაკეტა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მოსახლეობის ნაწილმა თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაკეტა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მოსახლეობის ნაწილმა თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაკეტა.

ისინი ყურძნის ჩაბარებისას შექმნილ პრობლემებს აპროტესტებენ. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, ღვინის ქარხანა მათ ყურძენს არ იბარებს.

ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ გზის გახსნა და მოძრაობის აღდგენა სცადა, რა დროსაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გონება დაკარგა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ამ დროისთვის გზა გახნილია და გადააგილება აღდგენილია.

„რთველი 2020“-ის შტაბში აცხადებენ, რომ პიროვნებას, რომელიც აქციის მიმდინარეობისას შეუძლოდ გახდა, შეთავაზება ჰქონდა, რომ ყურძენი „გრუზ ვინ პრომ“-ში ჩაებარებინა, შესაბამისად, მისი პროტესტის მიზეზი გაუგებარია.

ამავდროულად შტაბში აცხადებენ, რომ დღეში 10-15 ათასი ტონა ყურძენი მუშავდება და ჩაბარების პრობლემა დღის წესრიგში არ დგას. მათივე განმარტებით, თუ რომელიმე ქარხანა მოსახლეობას ჩაბარებაზე უარს ეუბნება, მათ შეუძლიათ, ალტერნატიულ ქარხნებს მიმართონ.

დატოვე კომენტარი