თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მკვლელობა მოხდა

22:07, 21.05.2022

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მკვლელობა მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები სანადირო თოფიდან აქვს მიყენებული.

დაჭრილია კიდევ ორი მამაკაცი, მათ შორის გარდაცვლილის ძმა.

დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული, სადაც მათ სასწრაფო ოპერაცია უტარდებათ.

შემთხვევის ადგილზე მობიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

მსგავსი