„თელავის“ მნიშვნელოვანი მოგება - „ტორპედო“ მეცხრე პოზიციაზეა [ვიდეო] #1TVSPORT
„თელავის“ მნიშვნელოვანი მოგება - „ტორპედო“ მეცხრე პოზიციაზეა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 22-ე ტური ქუთაისის „რამაზ შენგელია – არენაზე“ გამართული მატჩით დასრულდა – განახლებულმა „ტორპედომ“ „თელავს“ უმასპინძლა და დამარცხდა.

ორივე გუნდი 19-19 ქულით მერვე-მეცხრე ადგილებზე იმყოფებოდა და ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მოგების შემთხვევაში 3თელავი“ იქნებოდა ის თუ „ტორპედო“, მეტოქესაც გადაასწრებდა და ქობულეთის „შუქურასაც“ (20 ქულა) უკან ჩამოიტოვებდა.

მატჩი დაძაბული გამოდგა, ქუთაისელთა უპირატესობით დაიწყო, მაგრამ „თელავიც“ არაფრის დათმობას აპირებდა. მეტოქეებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ ანგარიში მხოლოდ 79-ე წუთზე გაიხსნა.

„თელავმა“ მაღალი პრესინგით ითამაშა და ამან შედეგი გამოიღო. ქუთაისელთა მცველის შეცდომით შოთა შეყილაძემ ისარგებლა მეკარეს გასცდა და ზუსტი დარტყმით „თელავს“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა – 1:0.

საბოლოოდ, შეხვედრა „თელავის“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

22 ტურის შემდეგ კახელებმა 22 ქულა დააგროვეს და „ტორპედოსაც“ (19) გადაასწრეს, ქობულეთის „შუქურასაც“ (20) და მეცხრედან მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლეს, ქუთაისელები და კი მეცხრე ადგილზე არიან.


ტორპედო-თელავი 0:1


09.08. ქუთაისი. რამაზ შენგელია

გოლი: 0:1 შეყილაძე (79)

ტორპედო (4-4-2): კვასხვაძე – ინკუმი, მირცხულავა, თედ. გრიგალაშვილი, ნადარაია – წოწონავა (57. თ. ახვლედიანი), ძარია (57. თ. ტაბატაძე), მამასახლისი, ჩალაძე (57. ბუკასი) – რეკიში (70. მახარობლიძე), ზიდანი

თელავი (4-2-3-1): სანიკიძე – ფაცაცია, ძოწენიძე, ზ. თევზაძე, შერგელაშვილი – ი. ჯიქია, მარაქველიძე – რუხაძე, ჯანელიძე (90. თოლორდავა), ც. კაპანაძე (70. შეყილაძე) – ნათან ჟუნიორი (74. აშორტია)

გაფრთხილება: ძოწენიძე (18)

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი