თელავის იუსტიციის სახლთან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აღმართეს
თელავის იუსტიციის სახლთან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აღმართეს

საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანად არჩევასთან დაკავშირებით, თელავის იუსტიციის სახლთან, საქართველოსა და ევროკავშირის დროშების აღმართვის ცერემონია სახელმწიფო ჰიმნის ფონზე გაიმართა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა ღონისძიებაზე მიწვეულ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა.

„საქართველოს ევროპული გზა უპირველესად ჩვენი ახალგაზრდების ნათელი მომავალია, რომლისთვისაც ხელისუფლების და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა, სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორის ნაყოფიერი მოღვაწეობა და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, სრულიად საზოგადოების არჩევანის მტკიცე ნება იმედს გვისახავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გაწერილი ევროინტეგრაციული კურსი მიგვიყვანს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობამდე. ამის დასტურია უკვე რეალობად ქცეული ოცნება – ასოცირების ხელშეკრულება და ვიზალიბერალიზაცია“, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით იქნება.