თელავის გზაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

01:05, 09.12.2021

თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

მსგავსი