თელავის გაზმომარაგებაზე ახალი კომპანია, შპს „თელავგაზი“ იზრუნებს. ახალი კომპანიის მფლობელი კვლავ „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაა“, რომელიც თელავში ბუნებრივი აირის განაწილების ლიცენზიას 2009 წლიდან ფლობდა.
სემეკ-ის ცნობით, მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ“ კომისიას განაცხადით მიმართა, რომლის თანახმად, კომპანიამ დააფუძნა ახალი იურიდიული პირი, შპს „თელავგაზი“. სწორედ ამ კომპანიას გადაეცა საკუთრებაში ბუნებრივი გაზის განაწილების ინფრასტრუქტურა.
დღევანდელ საჯარო სხდომაზე სემეკ-მა „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ სახელზე გაცემული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია გააუქმა და ის შპს „თელავგაზზე“ გასცა.