თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ვანო ზანდარაშვილი ადვოკატმა წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა
თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ვანო ზანდარაშვილი ადვოკატმა წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილი ადვოკატმა წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის დეპარტამენტის წინასწარი დაკავების იზოლატორში დატოვების შემდეგ ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, აღიარებს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩადენილ დანაშაულს და განაცხადა, რომ ჯერ საქმის მასალებს უნდა გაეცნოს.

ვანო ზანდარაშვილი შს თელავის სამმართველოს უფროსის მოადგილეა. იგი თელავის ცენტრალური კლინიკის დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ დააკავა. ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საქმეს პროკურატურა იძიებს.

ზანდარაშვილს ბრალს სავარაუდოდ ბრალს წაუყენებენ.