თელავის ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო
თელავის ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო

თელავის ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ, კახური მრავალჟამიერის ფონზე აინთო. ასევე, განათდა ქალაქის ქუჩებში დამონტაჟებული საახალწლო ილუმინაციები.

დამდეგი ახალი წელი ზეიმის მონაწილეებს თელავის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა მიულოცა.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი მუსიკალური ბენდისა და ანსამბლ „პატარა კახის“ კონცერტი მიმდინარეობს.

პატარების გართობაზე თოვლის ბაბუა და ელფები ზრუნავენ.

თელავის მერიამ წელს საახალწლო ღონისძიებებისთვის 60 000 ლარი გამოყო.