თელავის აგრარული ბაზარი მომხმარებლებისთვის დღეში მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში გაიხსნება
თელავის აგრარული ბაზარი მომხმარებლებისთვის დღეში მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში გაიხსნება

თელავის აგრარული ბაზარი გაიხსნა​​პირველ ეტაპზე ხორცის, ბოსტნეულისა და ხილის ჯიხურები გაიხსნა. ბაზარში მისულ მოსახლეობას თერმოსკრინინგს უტარებენ და არსებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

თელავის ბაზრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ბაზარი დღეში სამი-ოთხი საათის განმავლობაში იმუშავებს.

ამასთან, მათივე განცხადებით, სრულად გათვალისწინებულია ის ჰიგიენური ნორმები, რის გამოც ორი კვირის წინ სურსათის უვნებლობის სამსახურმა ცენტრალურმა ბაზარი დახურა. აგრარული ბაზრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პროდუქტის ყიდვის საშუალება მხოლოდ პირბადის და ხელთათმანების მქონე მოქალაქეს ექნება. ბაზარში მისულ მოქალაქეებს შორის დისტანციას პოლიცია აკონტროლებს.

დატოვე კომენტარი