თელავის აგრარულ ბაზარში მოქალაქეთა დისტანცირებისა და სანიტარული პირობების დაცვის მიზნით შეზღუდვები ამოქმედდა
თელავის აგრარულ ბაზარში მოქალაქეთა დისტანცირებისა და სანიტარული პირობების დაცვის მიზნით შეზღუდვები ამოქმედდა

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმიდან გამომდინარე შეზღუდვები ამოქმედდა თელავის აგრარულ ბაზარში.

აგრარულ ბაზარში მოქალაქეთა რაოდენობას შესასვლელ კართან მყოფი ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომელი აკონტროლებს. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ შეზღუდვა ბაზრის ადმინისტრაციამ გამოაცხადა.

„გვითხრეს, რომ კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო შეზღუდვებს უნდა დავემორჩილოთ. საუბარი იყო იმაზეც, რომ სულ დაკეტილიყო ბაზარი, კიდევ კარგი, რომ ასე არ მოხდა და ახლა მოვაჭრეების რაოდენობაც შემცირებულია და ბევრი ჯიხური დაიკეტა“, – განაცხადა ერთ ერთმა მოვაჭრემ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის განმარტებით, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე შეზღუდვები მოქალაქეების დისტანცირებისა და სანიტარული პირობების დაცვის მიზნით ამოქმედდა.

თელავის აგრარული ბაზარი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ის ნახევრადდახურულ სივრცეს წარმოადგენს.