თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, აეროპორტის მიმდებარედ ავტოსაგზო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, „გოლფის“ მარკის ავტომობილს წინ ძაღლმა გადაურბინა, მანქანის მძღოლმა არიდება სცადა, თუმცა საჭე ვერ დაიმორჩილა. ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და პოლიცია. მძღოლი და ერთი მგზავრი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ.