თელავი-ყვარელის დამაკავშირებელ გზაზე ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
თელავი-ყვარელის დამაკავშირებელ გზაზე ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

თელავი-ყვარელის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გარდაცვლილია 35 წლამდე მამაკაცი. ამასთან, დაშავდა ორი ადამიანი. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომობილი და „ფორდ ტრანზიტი“ შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.