თელავი-ვაზიანი-გომბორის საავტომობილო გზაზე მოძრაობა გართულებულია
თელავი-ვაზიანი-გომბორის საავტომობილო გზაზე მოძრაობა გართულებულია

თელავი-ვაზიანი-გომბორის საავტომობილო გზაზე ინტენსიურად თოვს, რასაც თან ყინვაც ერთვის. მცირე დროით, გზაზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო.

გზაზე შესაბამისი სამსახური ტექნიკურ მარილს ყრის. ავტომობილები სიფრთხილით გადაადგილდებიან.

„თოვლმა გზის საფარი მთლიანად გაათეთრა, -4 გრადუსი ყინვაა. ჩვენ ვმუშაობთ და ვყრით ქვიშა-მარილს. როგორც ვიცი, უღელტეხილთან რამდენიმე მანქანა შეფერხდა, თუმცა ამჟამად გზა ჩაკეტილი არ არის. პოლიცია აფრთხილებს მძღოლებს გაცვეთილი საბურავებით არ გადაადგილდნენ, რადგან სახიფათოა“, – განაცხადა თელავის საგზაო სამმართველოს წარმომადგენელმა, თამაზ აბდულაშვილმა.

დატოვე კომენტარი