თელავი-ვაზიანი-გომბორის საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა
თელავი-ვაზიანი-გომბორის საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა

ინტენსიური თოვისა და ტემპერატურის მკვეთრი კლების გამო თელავი-ვაზიანი-გომბორის საავტომობილო გზაზე მთელი ღამის განმავლობაში მოქმედებდა შეზღუდვები.

საგზაო სამმართველოს წარმომადგენელის, თამაზ აბდულაშვილის ინფორმაციით, გზის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა, თუმცა ამ დრომდე გადაადგილება კვლავ აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტისთვის, მაღალი გამავლობისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების მქონე ტრანსპორტის გარდა.

„ამ დროისათვის, გომბორის უღელტეხილზე აღარ თოვს და გზაზე მოძრაობა ერთ საათში თავისუფალი იქნება“, – აცხადებს აბდულაშვილი.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.