თელავი რუსთავს ამხანაგურში დაუზავდა
თელავი რუსთავს ამხანაგურში დაუზავდა

საფეხბურთო კლუბმა თელავმა მოსამზადებელ ეტაპზე მეორე საკონტროლო მატჩი გამართა – კახელებმა გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბ რუსთავს უამსპინძლეს და ფრეს დასჯერდნენ (1:1).

თელაველთა მწვრთნელმა, უკრაინელმა დენის ხომუტოვმა, ტაიმები განსხვავებული შემადგენლობებით ჩაატარა და შანსი ყველა ფეხბურთელს მისცა – მათ შორის, გასინჯვაზე მყოფებსაც. ხოლო გივი იოსელიანმა, ვაკო გოგოლიძემ, ირაკლი რუხაძემ და ალექსანდრე კოშკაძემ დაისვენეს.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს: 25-ე წუთზე თელაველები რუსთავის ნახევარმცველის, ზაზა ციცქიშვილის ავტოგოლით დაწინაურდნენ. საპასუხო გოლი 72-ე წუთზე ლუკა სილაგაძემ გაიტანა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.