„თელავი“ მთავარმა მწვრთნელმა, რევაზ გოცირიძემ დატოვა #1TVSPORT
„თელავი“ მთავარმა მწვრთნელმა, რევაზ გოცირიძემ დატოვა #1TVSPORT

„თელავი“ მთავარ მწვრთნელს, რევაზ გოცირიძეს დაემშვიდობა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მთავარ მწვრთნელს, რევაზ გოცირიძეს დაემშვიდობა. გუნდი მადლობას უხდის ბატონ რეზოს გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს უსურვებს“, – წერია „თელავის“ განცხადებაში.

40 წლის რევაზ გოცირიძე გუნდს 2019 წლის ზაფხულიდან თავკაცობდა და საკმაოდ წარმატებითაც – მისი ხელმძღვანელობით გუნდი ეროვნულ ლიგაში აღზევდა და დებიუტანტის კვალობაზე ელიტაში დამაჯერებლად და ღირსეულად თამაშობდა. მაგრამ მიმდინარე სეზონში გუნდს პრობლემები შეექმნა და ეროვნულ ლიგაში გამართული 10 ტურის შემდეგ მე-9 ადგილზე დაქვეითდა.

გოცირიძის შემცვლელის მოძებნამდე „თელავს“ დროებით 35 წლის ბესიკ აბულაძე გაწვრთნის – თელაველი სპეციალისტი, რომლისთვისაც გუნდი უცხო არაა, აქამდე რევაზ გოცირიძის პირველი თანაშემწე გახლდათ.

ეროვნული ლიგის მორიგ შეხვედრას „თელავი“ ოთხშაბათს, 28 აპრილს შინ გამართავს – მე-11 ტურის მატჩში, კახელები „კავკასიონი არენაზე“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებენ.