„ლოკომოტივის“ ახალმა მწვრთნელმა რევაზ გოცირიძემ ასისტენტები წარადგინა #1TVSPORT
„ლოკომოტივის“ ახალმა მწვრთნელმა რევაზ გოცირიძემ ასისტენტები წარადგინა #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რევაზ გოცირიძემ სამწვრთნელო სტაფი წარადგინა – მისი ასისტენტები ზურაბ მენთეშაშვილი, დავით ხიტირი და დაჩი ფოფხაძე იქნებიან, ხოლო „ლოკომოტივის“ მეკარეების მწვრთნელად ჯაბა სამსონია იმუშავებს.

თბილისურ გუნდს ახალი სეზონის დაწყებიდან გიორგი მინაშვილი ავარჯიშებდა, რომელმაც თავის ასისტენტენთან ერთად (ზურაბ ბათიაშვილი, ლუკა ხომასურიძე) გუნდი ბოლო ტურში „დინამო თბილისი 2“-თან წაგების (0:2) შემდეგ დატოვა.

„ლოკომოტივი“ ეროვნულ ლიგა 2-ში გასულ სეზონში დაქვეითდა და ახლა ლიგა 3-ში გავარდნის რეალური კანდიდატიც არის – გუნდმა 11 ტურის შემდეგ მხოლოდ 6 ქულა დააგროვა და ბოლო, მე-10 ადგილზეა.

რევაზ გოცირიძე თავის სტაფთან ერთად ბოლოს ქობულეთის „შუქურაში“ მუშაობდა და გუნდი ეროვნულ ლიგაში დააწინაურა. მანამდე „საბურთალოს“ აკადემიის გუნდებს და „თელავს“ ავარჯშებდა.

„ლოკომოტივი“ ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ეროვნული ლიგა 2-ის მატჩისთვის ემზადება – თბილისური კლუბი მე-12 ტურის შეხვედრაში 10 მაისს მარტვილში „მერანს“ დაუპირისპირდება.