„თელასი“ - ვებგვერდ Telasi-chveneba3006.telasi.ge-ზე მრიცხველის ჩვენების გამოგზავნა ერთჯერადია და არ არის სავალდებულო
„თელასი“ - ვებგვერდ Telasi-chveneba3006.telasi.ge-ზე მრიცხველის ჩვენების გამოგზავნა ერთჯერადია და არ არის სავალდებულო

კომპანია „თელასი“ განმარტებას აკეთებს სმს შეტყობინებასთან დაკავშირებით, რომელიც მისმა აბონენტებმა მიიღეს.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ შეტყობინებაში მითითებული – მრიცხველის ჩვენების გაგზავნა სავალდებულო არ არის.

„თელასმა“ შექმნა ვებგვერდი მომხმარებლებისათვის Telasi-chveneba3006.telasi.ge, სადაც ერთჯერადათ მომხმარებელს შეუძლია, გამოაგზავნოს თავისი მრიცხველის ჩვენება 30 ივნისის მდგომარეობით. ეს მხოლოდ ერთჯერადია და არაა სავალდებულო.

პირველი ივლისიდან მომხმარებლებს ელქტროენერგია მიაწვდის თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია („თელმიკო“), „თელასი“ მხოლოდ ელქტროქსელის ოპერირებას განახორციელებს. მომხმარებლებისათვის დადგენილი პროცედურები და წესები არ იცვლება, ჩვეულებრივი წესით გაგრძელდება მრიცხველის ჩვენების აღება და ელექტროენერგიის ქვითრების დაგზავნა“, – აცხადებენ კომპანიაში.

ამასთან, „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი ვალერი ფანცულაია აღნიშნავს, რომ მომხმარებელი ჩვენებას თუ არ გაგზავნის, მოხდება საშუალო ჩვენებით დარიცხვა, რომელიც შემდეგ, მრიცხველის ჩვენების აღების შემდეგ გასწორდება.

„იმის გამო, რომ კომპანია „თელასმა“ მომხმარებელთან საბოლოო ანგარიშსწორება აწარმოოს 30 ივნისამდე, ამის გამო, გაიგზავნა ეს სმს-ები, ტექსტში მითითებულია, რომ ჩვენ შევქმენით ვებპორტალი, სადაც მომხმარებელს შეუძლია, 30 ივნისს, თავისი სურვილისამებრ, ეს არ არის სავალდებულო, გამოგვიგზავნოს საბოლოო ჩვენება. ეს იქნება საბოლოო ჩვენება „თელასთან“ ანგარიშსწორებისთვის. მომხმარებლისთვის არაფერი შეიცვლება, რასაც აკეთებდა „თელასი“, გააკეთებს ახალი კომპანია. მომხმარებელი თუ არ გამოაგზავნის ჩვენებას, ამ შემთხვევაში მოხდება საშუალო ჩვენებით დარიცხვა, რომელიც შემდეგ გასწორდება, როცა მოხდება მრიცხველის ჩვენების აღება“, – აცხადებს ვალერი ფანცულაია.