თელ ავივში, ყოველკვირეულ დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა „ჰამასის“ ტყვეობიდან მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით
თელ ავივში, ყოველკვირეულ დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა „ჰამასის“ ტყვეობიდან მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით

თელ ავივში ათასობით ადამიანი გამოვიდა ყოველკვირეულ დემონსტრაციაზე „ჰამასის“ ტყვეობიდან მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი მთავრობის პოლიტიკას. მათ ხელში ეჭირათ ბანერები ანტისამთავრობო გზავნილებით, ასევე მძევლების ფოტოები.

დემონსტრაციამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ღაზაში იპოვეს 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული ტაილანდელი მძევლის ცხედარი. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ნატაპონგ პინტა მძევლად ცოცხალი აიყვანეს და ის გამტაცებლებმა ღაზაში მოკლეს.

ახლა ღაზის სექტორში „ჰამასის“ მიერ გატაცებული კიდევ 55 მძევალი რჩება, რომელთაგანაც, სულ მცირე, 20, მიიჩნევა, რომ ცოცხალია.