თელ ავივში მორიგი ანტისამთავრობო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
თელ ავივში მორიგი ანტისამთავრობო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

თელ ავივში მორიგი ანტისამთავრობო აქცია, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობს, პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. ამის შესახებ ისრაელის მედია წერს.

აქციის მონაწილეებმა ქუჩების გადაკეტვა დაიწყეს, რის შემდეგაც პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა. სამართალდამცველები ამ დრომდე ცდილობენ შეკრებილების დაშლას.

აქცია იმართება იერუსალიმშიც. ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან შეკრებილები მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.