თელ ავივში „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი პირების ოჯახების წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს
თელ ავივში „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი პირების ოჯახების წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თელ ავივში „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი პირების ოჯახების წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

„როიტერის“ ინფორმაციით, დემონსტრანტების მიზანია, ზეწოლა მოახდინონ მთავრობაზე, რათა მალე მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებს.

საპროტესტო აქცია თავდაცვის სამინისტროს შტაბბინასთან გაიმართა, სადაც ისრაელის სამხედრო კაბინეტის მინისტრები იკრიბებოდნენ.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოიწვია სამხედრო კაბინეტი, რათა განეხილათ შესაძლო შეთანხმება და სახმელეთო შეტევა ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაში.