თელ-ავივში, ევროვიზიის პრეფართიზე უკრაინის წარმომადგენელი ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით Stefania მაყურებლის წინაშე პირველად წარდგა [ვიდეო]

თელ-ავივში გამართული ევროვიზიის პრეფართიზე ევროვიზია 2022-ზე უკრაინის წარმომადგენელი ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით Stefania მაყურებლის წინაშე პირველად წარდგა.

Israel Calling-ის მსვლელობისას ჯგუფი უკრაინის დასახმარებელი ფონდის შესახებ საუბრობდა და აღნიშნავდნენ, რაოდენ მნიშვნელოვანია ამჟამად უკრაინის დახმარება.

კონკურსანტებმა ისაუბრეს მათ საკონკურსო სიმღერაზეც. ჯგუფის სოლისტმა აღნიშნა, რომ ის დედას ეძღვნება. მათ მსმენელს მოუწოდეს, დაეხმარონ უკრაინას, თუნდაც სოციალური მედიის საშუალებით მხარში დაუდგნენ უკრაინას.