თელ ავივში აქციაზე შეკრებილებს ივანკა ტრამპი, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი შეუერთდნენ
თელ ავივში აქციაზე შეკრებილებს ივანკა ტრამპი, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი შეუერთდნენ

თელ ავივში ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბა, თუმცა აქციას დღეს საზეიმო ხასიათი ჰქონდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ორწლიანი ომის შემდეგ პირველად, მოედანზე „ჰამასის“ მძველების გათავისუფლების მოთხოვნის ნაცვლად, სიხარულით სავსე შეძახილები ისმოდა.

თელ ავივში, მოედანზე შეკრებილებს შეუერთდნენ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა ტრამპი, სიძე ჯარედ კუშნერი და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, რომელმაც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

სტივ უიტკოფმა მოედანზე შეკრებილებს სიტყვითაც მიმართა.

„ყველას მადლიერება გვმართებს პრეზიდენტ ტრამპის მიმართ. ყველაზე ცუდ დროს, მან უარი თქვა იმ აზრის მიღებაზე, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა მიუწვდომელი იყო. მან გააერთიანა ერები, რომლებიც ოდესღაც გაყოფილი იყვნენ და გვაჩვენა, რომ საერთო მშვიდობა უფრო ძლიერია, ვიდრე საერთო ტკივილი. ისტორია დაიმახსოვრებს, რომ სხვები როდესაც ეჭვობდნენ, პრეზიდენტ ტრამპს სჯეროდა. ის არის ყველაზე დიდებული პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში და აქ სწორედ მისი წყალობით ვიმყოფებით. თავად მძევლებს, ჩვენს ძმებსა და დებს, ვეტყვი, თქვენ სახლში ბრუნდებით“, – განაცხადა უიტკოფმა სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, მას მოედანზე შეკრებილმა ისრაელის პრემიერ-მინისტრზე საუბრის შესაძლებლობა არ მისცეს და ბენიამინ ნეთანიაჰუზე საუბრის დაწყებისასთანავე სიტყვით გამოსვლა შეძახილებით შეაწყვეტინეს.