თელ-ავივის გრანდ სლემზე დღეს ოთხი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
თელ-ავივის გრანდ სლემზე დღეს ოთხი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

ისრაელის ქალაქ თელ-ავივში გუშინ ძიუდოში გრანდ სლემმა აიღო სტარტი, სადაც საქართველოს ნაკრები 15 სპორტსმენით ჩავიდა. ტურნირზე მხოლოდ 34 ქვეყნის 298 ძიუდოისტი ასპარეზობს, რაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიითაა გამოწვეული.

თელ-ავივის გრანდ სლემზე მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები ოთხი სპორტსმენით გამოვა. 73კგ წონით კატეგორიაში ჩვენი გუნდის ღირსებას ფრიდონ გიგანი და გიორგი ჩიხელაძე დაიცავენ, 81 კგ-ში კი შეჯიბრზე ვლადიმერ ახალკაცი და ლევან გუგავა იჭიდავებენ.

ტურნირზე დღეს გამომსვლელი ოთხივე ძიუდოისტი განუთესავია და ისინი ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვებიან.

შეგახსენებთ, რომ თელ-ავივის გრანდ სლემზე გუშინ 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი ტურნირის ფინალში ფრანგ პრიშილა გნეტოს შეხვდა და მსაჯის გაურკვეველი გადაწყვეტილებით, შეხვედრის ძირითადი დროის დამთავრებამდე 13 წამით ადრე ყვითელი ბარათებით დამარცხდა. ქართველმა ძიუდოისტმა შეჯიბრზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, რაც ლიპარტელიანისთვის დიდი წარმატებაა.

აღსანიშნავია, რომ ეთერი თელ-ავივის გრანდ სლემის 2021 წლის ტურნირის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.