ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, მათ შორის ცხრა ბავშვია
ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, მათ შორის ცხრა ბავშვია.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, ადგილობრივი ხელისუფლება კიდევ 27 ადამიანს ეძებს, რომლებიც მდინარე გვადალუპეს ნაპირზე მოწყობილ ქრისტიანულ საზაფხულო ბანაკში იმ დროს იმყოფებოდნენ, როდესაც მდინარე ადიდდა.
ტეხასში სტიქიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი.
დონალდ ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს დაეხმაროს.
მისივე თქმით, ტეხასში უკვე გაემგზავრა ქვეყნის შიდა უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი.
„მე და მელანია ვლოცულობთ ყველა ოჯახისთვის, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხო. ჩვენი საგანგებო სამსახურების მამაცი თანამშრომლები ადგილზე მუშაობენ და აკეთებენ ყველაფერს, რაც შესაძლებელია“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.