ტეხასში სროლისას ხუთი ადამიანი დაიღუპა
ტეხასში სროლისას ხუთი ადამიანი დაიღუპა

ტეხასში სროლის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არის თავდამსხმელიც. შემთხვევა ქალაქ რობსტოუნში მოხდა.

პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ ხანდაზმულთა სახლიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ორი ქალი და ერთი მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

მოგვიანებით, პოლიცია კიდევ ერთ სახლში გამოიძახეს, სადაც კიდევ ორი ცხედარი აღმოჩნდა. ერთ-ერთი 13 წლის ბიჭია.

გამომძიებლები აცხადებენ, რომ ორი დანაშაული ერთმანეთთან დაკავშირებულია.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დანაშაულის მოტივი ჯერ უცნობია.