ტეხასის ვიცე-გუბერნატორმა არჩევნებზე დარღვევების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ფულადი ჯილდო დააწესა
ტეხასის ვიცე-გუბერნატორმა არჩევნებზე დარღვევების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ფულადი ჯილდო დააწესა

ტეხასის ვიცე-გუბერნატორმა აშშ-ის არჩევნებზე დარღვევების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ჯილდოს სახის გასაცემად ერთი მილიონი დოლარი გამოყო. ამის შესახებ განცხადება დენ პატრიკმა საგანგებო მიმართვის დროს გააკეთა.

გუბერნატორის თქმით, მინიმუმ 25 ათას დოლარს მიიღებს თითოეული ადამიანი, რომელიც მიაწვდის დაღვევის შესახებ ისეთ ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც პირის დაპატიმრება მოხდება.

„ნებისმიერი, ვინც მოგვაწვდის ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც მოხდება პირის დაპატიმრება საარჩევნო თაღლითობის მუხლით, ჯილდოდ მინიმუმ 25 000 დოლარს მიიღებს“, – განაცხადა ტეხასის შტატის ვიცე-გუბერნატორმა.

მისივე თქმით, აღნიშნული თანხა მისი საარჩევნო ფონდიდან გამოყოფა.

ვიცე-გუბერნატორის განცხადებით, მხარს უჭერს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნას, რომ „ყველა ამომრჩევლის ლეგალური ხმა დაითვალონ, ხოლო უკანონო ხმები გაუქმდეს“.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპს არჩევნებში დამარცხება ჯერ არ უღიარებია. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ არჩევნებზე თაღლითობას ჰქონდა ადგილი და ის შედეგების გასაჩივრებას აპირებს.