ტეხასის შტატში ტორნადოს შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა
ტეხასის შტატში ტორნადოს შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა

ტეხასის შტატის აღმოსავლეთ ნაწილს ტორნადომ გადაუარა. „სიენენის“ ცნობით, ქალაქ ფრანკლინში დაღუპულია ორი ბავშვი. მანქანას, რომელშიც მცირეწლოვნები ისხდნენ ხე დაეცა. გარდაცვლილთა ასაკი სამი და რვა წელია. ასევე ტორნადოს შედეგად დაშავებულია სულ მცირე შვიდი ადამიანი.

ტორნადომ წააქცია ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. ქალაქში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქებს ფრანკლინსა და ბრემონდს ელექტროენერგია არ მიეწოდება.