ტეხასის შტატში, სკოლაში სროლის შედეგად მოსწავლე დაიღუპა
ტეხასის შტატში, სკოლაში სროლის შედეგად მოსწავლე დაიღუპა

ტეხასის შტატში სროლის შედეგად მოსწავლე დაიღუპა. ამერიკული მედიის ცნობით, ინციდენტი ქალაქ ჰიუსტონის ერთ-ერთ სკოლაში მოხდა. დამნაშავე ჯერ არ დაუკავებიათ. მას პოლიცია ეძებს.

გარდაცვლილი უფროსკლასელია, რომელსაც სამედიცინო დახმარება ინციდენტის ადგილას გაუწიეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სკოლასთან მობილიზებულია პოლიცია. მომხდარის ზუსტი მიზეზები ჯერ უცნობია.