ტეხასის შტატში, საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა
ტეხასის შტატში, საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, ტეხასის შტატში, საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

ინციდენტი ადგილობრივი დროით, 14:30 სთ-ზე, ქალაქ გეითსვილში მოხდა. ადგილობრივვი მედიის ცნობით, აფეთქების ხმა შენობის იმ ნაწილში გაისმა, რომელსაც რემონტი უტარდებოდა.

ამ დროისთვის არსებულ მონაცემებით, აფეთქების მიზეზი ელექტროგენერატორის მწყობრიდან გამოსვლა იყო, რამაც მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.

აფეთქების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტის დროს შენობაში მყოფი ყველა პირის აღრიცხვა მოხერხდა, მაშველები უსაფრთხოების მიზნით კინოლოგების დახმარებით ამ დრომდე აწარმოებენ სამძებრო სამუშაოებს.