ტეხასის შტატში ძლიერი წყალდიდობის გამო, ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
ტეხასის შტატში ძლიერი წყალდიდობის გამო, ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

ტექსასის შტატში ძლიერი წყალდიდობის გამო, ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

სტიქიას შტატის ცენტრალურ ნაწილში ებრძვიან. ბოლო 24 საათში, ძლიერი წვიმის გამო მდინარე კოლორადო ადიდდა, შედეგად ახლომდებარე დასახლებები დაიტბორა და დაზიანდა რამდენიმე ხიდი.

ძლიერი წვიმა რეგიონში ამ დრომდე გრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დატბორვის რისკის ქვეშ კიდევ რამდენიმე დასახლებაა, ამიტომ ოფიციალური პირები ადგილობრივებს უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასვლისკენ მოუწოდებენ.