ტეხასის შტატში ავიაკატასტროფის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

07:53, 24.10.2019

ტეხასის შტატში, ჰაერში ერთმანეთს ორი ვერტმფრენი შეეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს.

ავიაკატასტროფის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

შემთხვევა ერთ-ერთ რანჩოსთან მოხდა. სიკვდილს გადაურჩა ერთ-ერთ ვერტმფრენში მყოფი პირი, ის სხვადასხვა სახის დაზიანებით ჰოსპიტალიზებულია.

მომხდარს აშშ-ის საავიციო ფედერალური სამმართველო იძიებს.

მსგავსი