ტეხასის შტატში, ​ბაპტისტურ ტაძარში 26 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული პირი 2012 წელს ფსიქიატრიული კლინიკიდან გაიქცა
ტეხასის შტატში, ​ბაპტისტურ ტაძარში 26 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული პირი 2012 წელს ფსიქიატრიული კლინიკიდან გაიქცა

აშშ-ში, ტეხასის შტატში, საზერლენდ სპრინგსის ​ბაპტისტურ ტაძარში 26 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული დევინ კელი 2012 წელს ფსიქიატრიული კლინიკიდან გაიქცა – ამის შესახებ პოლიციის ანგარიშშია ნათქვამი.

ელ პასოს ოფიცრების ინფორმაციით, მაშინდელი ჩანაწერებით, კელი „სხვებისთვის და საკუთარი თავისთვის საფრთხეს წარმოადგენდა“. ის ფსიქიატრიულ კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც გაირკვა, რომ აშშ-ის საჰაერო ძალებში მსახურობისას ცოლსა და გერზე ძალადობდა.
ანგარიშის მიხედვით, კელი მოკვლით ემუქრებოდა სამხედროებსაც, რომლებიც მასთან ერთად მსახურობდნენ საჰაერო ძალებში.

ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციით, თავდამსხმელი 5 დღით ადრე შვილებთან ერთად იმყოფებოდა საზერლენდ სპრინგსის ბაპტისტურ ტაძარში, სადაც ყოველწლიური საშემოდგომო ფესტივალი იმართებოდა.