ტეხასის შტატმა უზენაეს სასამართლოს სარჩელით მიმართა, რომლითაც ოთხ შტატში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს
ტეხასის შტატმა უზენაეს სასამართლოს სარჩელით მიმართა, რომლითაც ოთხ შტატში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს

ტეხასის შტატმა უზენაეს სასამართლოს მიმართა სარჩელით, გააუქმოს არჩევნების შედეგები ოთხ მერყევ შტატში, პენსილვანიაში, ჯორჯიაში, უისკონსინსა და მიჩიგანში, სადაც გამარჯვება ჯო ბაიდენმა მოიპოვა.

ტეხასის გენერალური პროკურორის, კენ პეკსტონის განცხადებით, ამ შტატებში ხმის მიცემა კონსტიტუციის დარღვევით მიმდინარეობდა. პეკსტონის თაქმით, აღნიშნულ ოთხ შტატში კორონავირუსის პანდემიის საბაბით, უკანონოდ იქნა შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობა.

ტეხასის სარჩელს მხარდაჭერას უცხადებენ კიდევ 16 შტატიდან. მათ შორის მისური, ალაბამა, არკანზასი, ფლორიდა, ინდიანა, კანზასი, ლუიზიანა, მისისიპი, მონტანა, ნებრასკა, ჩრდილოეთ და სამხრეთ დაკოტა, სამხრეთ კაროლინა, ტენესი, იუთა, ოკლაჰომა და დასავლეთ ვირჯინია, სადაც ხელისუფლებაში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ფიგურირებენ.

ტეხასის მიერ წარდგენილ სარჩელში ჩართვას, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, ითხოვს დონალდ ტრამპიც. მისმა ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართეს.