ტეხასის შტატმა მექსიკის საზღვართან დამატებით ათასი სამხედრო მოსამსახურის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო
ტეხასის შტატმა მექსიკის საზღვართან დამატებით ათასი სამხედრო მოსამსახურის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ტეხასის შტატის გუბერნატორმა განაცხადა.
გრეკ ებოტის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება რეგიონში მიგრაციულ საკითხთან დაკავშირებით არსებული კრიზისის ესკალაციის გამო მიიღეს.
ტეხასის შტატის გუბერნატორის განმარტებით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების და მექსიკის საზღვარი 45 ათასმა პირმა არალეგალურად გადაკვეთა. გრეკ ებოტის თქმით, ისინი არამხოლოდ ლათინური ამერიკის ქვეყნების, არამედ საერთაშორისო მასშტაბით 52 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.
ამის პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში მექსიკის საზღვართან ვითარების გამოსწორების მიზნით 4,5 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხის გამოყოფის შესახებ შეთანხმდნენ.