ტეხასის შტატის სანაპიროსთან სატვირთო ბოინგი ჩამოვარდა

01:05, 24.02.2019

ტეხასის შტატის სანაპიროსთან სატვირთო ბოინგი ჩამოვარდა. როგორც „ფოქს ნიუსის” იუწყება, თვითმფრინავის ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა.

აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, თვითმფრინავი ბოინგ 767-ია.

თვითმფრინავი რადარებიდან მაშინ გაქრა, როდესაც ჰიუსტონის საერთაშორისო აეროპორტიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 30 მილის მოშორებით იმყოფებოდა. სატვირთო ბოინგი მაიამიდან ჰიუსტონში ასრულებდა რეისს.

მსგავსი