ტეხასის ხელისუფლების ცნობით, წყალდიდობის შედეგად დაიღუპა 13 ადამიანი, 20 ბავშვი დაკარგულად ითვლება
ტეხასის ხელისუფლების ცნობით, წყალდიდობის შედეგად დაიღუპა 13 ადამიანი, 20 ბავშვი დაკარგულად ითვლება.
ტეხასის ცენტრალურ ნაწილში წყალდიდობა გადაუღებელ წვიმებს მოჰყვა.
როგორც ტეხასის ხელისუფლებაში აცხადებენ, მდინარის ადიდების შედეგად დაიტბორა საზაფხულო ბანაკის ტერიტორია, სადაც 700 ბავშვი იმყოფებოდა.
მათი ნაწილი დაკარგულია, თუმცა ტეხასის ხელისუფლების განცხადებით, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი დაიღუპნენ და მათი ძებნა გრძელდება.
ამასთან ცნობილი გახდა, რომ, ტეხასის შტატთან ერთად, სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა ნიუ ჯერსიშიც. გარდაცვლილია სამი ადამიანი. მათ შორის 25 და 79 წლის მამაკაცები და 44 წლის ქალი. მათ ძლიერი ქარის მიერ წაქცეული ხე დაეცათ.