ტეხასის გენერალური პროკურორი - სამთავრობო შენობის შტურმით აღება პროტესტი არ არის, ეს ანარქიაა, დააკავეთ ისინი და ბრალი წაუყენეთ
ტეხასის გენერალური პროკურორი - სამთავრობო შენობის შტურმით აღება პროტესტი არ არის, ეს ანარქიაა, დააკავეთ ისინი და ბრალი წაუყენეთ

ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს ტეხასის გენერალური პროკურორი რაიან პატრიკი ეხმაურება.

ის დონალდ ტრამპის მხარდამჭერების კონგრესში შეჭრის ფაქტს ანარქიას უწოდებს.

„ის, რაც ვაშინგტონში მოხდა, არის საზიზღარი და უკანონო. სამთავრობო შენობის შტურმით აღება არ არის პროტესტი, ეს ანარქიაა. დააკავეთ ისინი, ბრალი წაუყენეთ და დააპატიმრეთ“, – წერს რაიან პატრიკი „ტვიტერზე“.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცველებმა კაპიტოლიუმში შეჭრისა და ძალადობის გამო 52-ზე მეტი პირი დააკავეს. ვაშინგტონის პოლიციის უფროსის თქმით, არეულობის დროს კაპიტოლიუმის მიდამოებში ოთხი ადამიანი დაიღუპა. აქციის ერთი მონაწილე კი საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც კონგრესის შენობის ხარაჩოდან ჩამოვარდა. დაშავებულის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. კონგრესში შეჭრის შედეგად, პოლიციის სულ მცირე 14 ოფიცერი დაშავდა.

დატოვე კომენტარი