თეირანში არეულობის შედეგად სამი სამართალდამცველი დაიღუპა
თეირანში არეულობის შედეგად სამი სამართალდამცველი დაიღუპა

თეირანში არეულობის შედეგად სამი სამართალდამცველი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, საწვავზე ფასების ზრდის გამო დაწყებული საპროტესტო აქცია მალევე პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, რა დროსაც სამი სამართალდამცველი აქციის მონაწილეთა ალყაში აღმოჩნდა. მათ სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

საპროტესტო გამოსვლები ირანის დედაქალაქსა და სხვა რამდენიმე დიდ ქალაქში ხელისუფლების 15 ნოემბრის გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომლითაც ბენზინი 50 პროცენტით გაძვირდა. საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებმა ათასამდე ადამიანი დააკავეს.