თეირანმა ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერებისთვის დაწესებული გადასახადი დროებით მოხსნა

16:48, 10.09.2026

თეირანმა ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერებისთვის დაწესებული გადასახადი დროებით მოხსნა.

საინფორმაციო სააგენტო „ფარსის“ ცნობით, ირანმა ტვირთის გადაზიდვის გადასახადებზე დაწესებული 10%-იანი გადასახადები შეაჩერა იმ უცხოური გემებისთვის, რომლებსაც ჰორმუზის სრუტის გავლით  ნავთობი და გაზი გადააქვთ.

ამასთან, „ფარსმა“ გაავრცელა ირანის იურიდიული საკითხების ვიცე-პრეზიდენტის, მაჯიდ ანსარის მიერ გაგზავნილი წერილი, რომელშიც ანსარი ქვეყნის ეროვნულ გაზის კომპანიას ურჩევს, შეწყვიტოს გადასახადების ამოღება იქამდე, ვიდრე, მთავრობა დაამტკიცებს და გამოაქვეყნებს გადასახადს დაქვემდებარებული პროდუქტების კონკრეტულ სიას.

ანგარიშში ნათქვამია, რომ გადასახადის დროებითმა შეჩერებამ, შეიძლება, გაზარდოს უცხოური საზღვაო ფლოტების მოტივაცია და სურვილი, გადაიტანონ საქონელი ირანში ან ირანიდან.

მსგავსი